ოდესაში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა (ვიდეო)

   ოდესაში, პრორუს აქტივისტებსა და უკრაინის ერთიანობის მხარდამჭერთა შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
შეტაკებების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 200-მდე აღწევს. ამასთან, 25 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა შორის 27 მილიციელია.
გუშინ ოდესაში პრორუს აქტივისტებსა და უკრაინის ერთიანობის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც სეპარატისტებმა აქციის მონაწილეებს გზა გადაუღობეს და ქვებისა და ხმოვანი ყუმბარების სროლა დაუწყეს. მოგვიანებით, ანტიმაიდანის წევრები და პრორუსი აქტივისტები პროფკავშირების სახლში შეიჭრნენ, რომელსაც ე.წ.მოლოტოვის კოქტეილების სროლის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი რამდენიმე საათს გაგრძელდა. ცეცხლმოკიდებულ შენობაში დარჩენილი სეპარატისტები პროუკრაინელ აქტივისტებს გამოჰყავდათ.

[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=kYzXcUD–WY” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები