საზღვრისპირა მოსახლეობა გაზის 200-ლარიან ვაუჩერს წელსაც მიიღებს

საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა 200-ლარიან გაზის საფასურის ვაუჩერს წელსაც მიიღებს – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
„ყოველწლიურად აბონენტთა ზუსტი რაოდენობის სიებია დასაზუსტებელი, რაც გარკვეულ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს და ამ მიმართულებით დღესაც და წელსაც ვაგრძელებთ მუშაობს.
დაახლოებით, 12 ათასამდე ოჯახია და ჩვენ ვმუშაობთ, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, დახმარება მიიღონ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები