საფრანგეთმა რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” კიდევ ერთი ტანკერი დააკავა
“საფრანგეთის საზღვაო ძალებმა სიცილიის სანაპიროზე ტრანზიტის დროს ზღვაში ტანკერი „დელვივერი“ დააკავეს, რაც საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმებს არღვევს”,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე განაცხადა.
„ეს ქმედება „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ, რომელიც განხორციელდა დიდი ბრიტანეთის მიერ მსგავსი ოპერაციიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში, ნათლად აჩვენებს ევროპული ქვეყნების მტკიცე გადაწყვეტილებას. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ „ჩრდილოვანმა ფლოტმა“ სანქციების გვერდის ავლით რუსეთის საომარი ძალისხმევა დააფინანსოს.
ევროპა ყველა საჭირო ძალისხმევას გამოიყენებს, რათა გაზარდოს ომის ხარჯები რუსეთისთვის და ხელი შეუწყოს უკრაინაში მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას“, – აღნიშნა მაკრონმა.