იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ძლიერი სიცხის ფონზე ხუთი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, გარდაცვალება სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირდა. მსხვერპლებს შორის არიან როგორც ხანდაზმული პირები, ასევე ადამიანები, რომლებიც ღია სივრცეში მუშაობდნენ.
ექიმების შეფასებით, შემთხვევების მიზეზი შესაძლოა უკიდურესად მაღალი ტემპერატურით გამოწვეული გართულებები იყოს.
ქვეყნის სამხრეთსა და ცენტრალურ ნაწილში ტემპერატურა 40°C-ს აჭარბებს, რამდენიმე ქალაქში კი გამოცხადებულია სიცხის საფრთხის უმაღლესი, „წითელი“ დონე.
სამაშველო და ჯანდაცვის სამსახურები მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი აარიდონ მზეზე ხანგრძლივ ყოფნას და უსაფრთხოების რეკომენდაციები დაიცვან.