გიორგი ვოლსკი: ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან რუსთაველის გამზირზე დგომა და ახალგაზრდების მობილიზება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და სისხლისღვრის საფრთხეს შეიცავს
“ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან რუსთაველის გამზირზე დგომა და ახალგაზრდების მობილიზება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობასა და სისხლისღვრის საფრთხეს შეიცავს,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„გვქონდა ერთ-ერთ ევროპელ მაღალჩინოსანთან საუბარი. როცა იგივე შეკითხვა ისმება, ოღონდ ცოტა საყვედურის რაკურსით, ვეუბნებით – გაიხსენეთ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც ქვეყნის პოზიციას წარმოადგენენ და დგანან რუსთაველის პროსპექტზე და ახალგაზრდებს მოუწოდებენ, რომ აქ მეორე მეიდანი მოაწყონ, რაც სისხლის ღვრასთან არის დაკავშირებული. რაზეა ლაპარაკი საერთოდ? როგორ შეიძლება ამ თემაზე ვისაუბროთ? თან გეუბნება, რომ ევროპასთან დაკავშირებით შენ არასწორ ინფორმაციას ავრცელებ. უნდა ჩაიგდო ენა და თქვა – რასაც მეუბნებიან სწორია და ის ალტერნატივა, რასაც გვთავაზობენ, ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის მისაღები. არჩევნების თემაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი“, – განაცხადა ვოლსკიმ.