ზესტაფონში რამდენიმე სოფლის გაზიფიცირება მიმდინარეობს

„სოკარ ჯორჯია გაზის” იმერეთის ოფისის მენეჯერი დავით ჯაიანი და ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერი ლევან აბაშიძე, გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერს კახაბერ მახათაძესა და საკრებულოს თავმჯდომარეს ვახტანგ ღამბაშიძეს შეხვდნენ.

შეხვედრას სოფლის მაჟორიტარი დეპუტატებიც ესწრებოდნენ. კომპანიის წარმომადგენლებმა იმ ადგილების შესახებ ისაუბრეს, სადაც  გაზიფიცირების სამუშაოები ამჟამად ხორციელდება.

ბუნებრივი აირის გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს. 2017 წელს „სოკარ ჯორჯია გაზმა“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ქსელში დამატებით 6 589 აბონენტი ჩართო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები