პარლამენტმა საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 111 ხმით მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონისპროექტს 111 ხმით დაუჭირეს მხარი.
მანამდე კი ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტის სხდომაზე ფინანსტა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა. მინისტრის განცხადებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში, ფინანსთა სამინისტროსა და სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული საპარლამენტო კომიტეტები და ცალკეული დეპუტატები.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში, ფინანსთა სამინისტროსა და სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული საპარლამენტო კომიტეტები და ცალკეული დეპუტატები.
ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ 2017-2020 წლების ფისკალური პოლიტიკა პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ოთხპუნქტიან გეგმას ეფუძნებოდა და სწორედ აღნიშნული პოლიტიკის განხორციელება იყო საერთაშორისო-სავალუტო ფონდის მიერ, მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოსთვის ახალი, სამწლიანი პროგრამის დამტკიცების საფუძველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები