“ადმინისტრაციულ ხარჯებში გამოთავისუფლებული რესურსები უწყებების ძირითადი ფუნქციების დამატებით დაფინანსებაზე მიიმართება”

ოპტიმიზაციის პროცესი თუ ვინმეს იმდაგვარად ესმის, რომ ეკონომიის შედეგად თანხა ცენტრალურ ბიუჯეტში წამოვა, ეს ასე არ იქნება – ხარჯები სამინისტროებში არ მცირდება”,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას  განაცხადა.

„რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ის, რომ მოხდეს ზედნადებების და ადმინისტრაციული ხარჯების მაქსიმალური მინიმიზაცია, ხოლო გამოთავისუფლებული თანხები ამ უწყებებშივე დარჩეს და მოხმარდეს იმას, რომ მათ საკუთარი ფუნქციები შეასრულონ. მაგალითად, თუკი ეს არის გარემოს დაცვის მიმართულება, ეს თანხა ტყისმცველების რაოდენობის გაზრდას მოხმარდეს, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხება, გამოთავისუფლებული თანხებით მოხდეს პატრულის უკეთ აღჭურვა და ასე შემდეგ”,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები