მამუკა ბახტაძე: სსფ-ის ფისკალური გამჭვირვალობის შეფასებით საქართველომ 18 ინდიკატორში საუკეთესო პრაქტიკა აჩვენა

“ბიუჯეტის გამჭირვალობისა და სრულყოფილი საბიუჯეტო დოკუმენტაციის საჯაროობის კუთხით, მნიშვნელოვანია მიმდინარე წელს გამოქვეყნებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება”,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეფასება ფინანსთა სამინისტროს თხოვნით ჩატარდა და 36 ინდიკატორს, სამი მიმართულებით მოიცავდა: ფისკალური ანგარიშგება, ფისკალური რისკების ანალიზი, ფისკალური პროგნოზირება და ბიუჯეტირება.

„36 ინდიკატორიდან,  ქვეყანამ 18 ინდიკატოში საუკეთესო ან კარგი პრაქტიკა აჩვენა, ხოლო მხოლოდ 8 ინდიკატორი  ეხება საკითხებს, რაც საჭიროებს სათანადო ღონისძიებების დანერგვას. სავალუტო ფონდთან ერთად, მომზადდა სამოქმედო გეგმა 2020 წლამდე პერიოდისათვის, რომლის განხორციელება, სრულად აღმოფხვრის გამოვლენილ ხარვეზებს”, – განაცხდა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები