ლევან გოგიჩაიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა 11 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა.
აშშ-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა ალიშა ალისონი – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს კავკასიის საკითხთა და რეგიონული კონფლიქტების ოფისის დირექტორი, ტრეისი ნიუველი – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს კავკასიის საკითხთა და რეგიონული კონფლიქტების ოფისის საქართველოს უფროსი დესკ ოფიცერი.
მორიგ შეხვედრას, აშშ-ის მხრიდან, ესწრებოდა ტობი დეივისი – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რუსეთისა და ევრაზიის ანალიზის ოფისის კავკასიის და ცენტრალური აზიის სამმართველოს უფროსი, უენდი სილვერმანი – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროს საგარეო ურთიერთობათა ოფიცერი, კატრინ ნიუკომბი – აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის საზღვარგარეთ პროკურატურის განვითარების ხელშეწყობისა და სწავლების ოფისის ევრაზიის დესკი, შარაია ჰეიდენჰაინი – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, საერთაშორისო სამართალდაცვისა და ნარკოტიკების ბიუროს საგარეო საკითხთა ოფიცერი.
ლევან გოგიჩაიშვილმა ამერიკელ პარტნიორებს გააცნო საქართველოში მიმდინარე რეფორმები. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე, განიხილეს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავების საკითხები და ურთიერთანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები