მამუკა ბახტაძე: ქართულ ეკონომიკაში გენერირებული მოგების რეინვესტირება თითქმის გაორმაგდა

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებული ყურადღება მოგების გადასახადის რეფორმის შედეგებზე გაამახვილა.

„მინდა ხაზი გავუსვა რეინვესტირების ძალიან მაღალ მაჩვენებელს, იმ კონკრეტულ შედეგებს, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას მოაქვს და რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება. სწორედ ამ რეფორმის შედეგია ის, რომ უცხოელმა ინვესტორებმა მკვეთრად გაზარდეს რეინვესტირების მაჩვენებელი. მიმდინარე წელს დაფიქსირებული ტენდენციის მიხედვით, ქართულ ეკონომიკაში გენერირებული მოგების რეინვესტირება თითქმის გაორმაგდა. გასულ წლებში, პირველი სამი კვარტალის განმავლობაში რეინვესტირების მაჩვენებელი, დაახლოებით, 300 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა, მიმდინარე წელს კი, უცხოელმა ინვესტორებმა თითქმის 600 მილიონ აშშ დოლარი ჩააბრუნეს ქართულ ეკონომიკაში, რაც ახალ პროდუქციას, ახალ მომსახურებასა და რაც უფრო მნიშვნელოვანია ახალ სამუშაო ადგილებს ნიშნავს”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები