ინდოეთში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, 5 სამხედრო დაიკარგა

ინდოეთის არმიის 5 ჯარისკაცი უგზო-უკვლოდ დაიკარგა მას მერე, რაც ინდოეთის შტატ ქაშმირში ზვავი ჩამოწვა.
ინდოეთის მედიის ცნობით, შტატის მთიან რაიონებში დიდთოვლობა ბოლო 24 საათია მიმდინარეობს, რამაც რამდენიმე ზვავის პროვოცირება მოახდინა. ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სამი სამხედრო გურეზის რაიონში დაიკარგა, ხოლო ორი სამხედრო ნაუგამის რაიონში გაუჩინარდა.
ამ დროისთვის ხელისუფლება სამძებრო-სამაშველო ოპერაციას აწარმოებს. როგორც ცნობილია, ინდოეთში კიდევ უფრო მეტ თოვლს ელოდებიან, რაც უფრო გაართულებს დაკარგულების ძებნის პროცესს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები