ოდესაში პროუკრაინელი აქტივისტი მოკლეს
ოდესაში პრორუს და პროუკრაინელ აქტივისტებს შორის შეტაკების დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მას თავში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. გარდაცვლილი ფეხბურთის გუნდის გულშემატკივარი იყო. იგი ასფალტზე იწვა და უკრაინული დროშა ჰქონდა გადაფარებული. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესური გამომცემლობა “О1” ავრცელებს.
შეტაკება რუსეთის მომხრეებსა და უკრაინის ერთიანი საფეხბურთო გუნდის მხარდამჭერებს შორის მოხდა.