ოდესაში რუსეთისა და უკრაინის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა (ვიდეო)

   ოდესის ცენტრში ერთიანი უკრაინის მსურველ მსვლელობის მონაწილეებსა და რუსეთის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. Unian-ის ცნობით, აქტივისტებმა უკრაინის ერთიანობის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს ქვები და ხმოვანი ყუმბარები დაუშინეს. ოდესის საკათედრო მოედანზე ამ დრომდე სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის; დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. პროუკრაინულ აქციაში ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

[youtube url=”http://www.youtube.com/watch?v=sBxJbNIS1zc&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები