აკად. ელენე მეტრეველის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება

13-14 დეკემბერს კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აწყობს აკად. ელენე მეტრეველის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.

როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონფერენცია გაიხსნება 13 დეკემბერს, 12:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში

კონფერენციის თემატიკაა:
• ძველი ქართული ორიგინალური და ნათარგმნი ლიტერატურა;
• ჰიმნოგრაფია;
• შუა საუკუნეების სამონასტრო-სამწიგნობრო კერები;
• არქეოგრაფიული ძიებანი;
• ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურულ-ისტორიული ურთიერთობები;
• ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები.

15:00 საათზე გაიხსნება გამოფენა – „უცხოეთში გადაწერილი შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერები”

პროგრამა:
13 დეკემბერი
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (მ. ალექსიძის ქ. 1/3)

12:00

კონფერენციის გახსნა – კორნელი კეკელიძის სახელობის სხდომათა დარბაზი, III სართული

ზაზა აბაშიძე – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი
პლენარული სხდომა

თავმჯდომარე – თამარ ოთხმეზური

აკად. ელენე მეტრეველის ცხოვრება და მოღვაწეობა
თამარ ოთხმეზური, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ელენე მეტრეველის ურთიერთობა უცხოელ ქართველოლოგებთან
ცისანა ბიბილეიშვილი, კავკასიის ბიზნეს სკოლა
თამარ ჭუმბურიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ელენე მეტრეველის პირადი არქივი
ეთერ ქავთარაძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

„უცნობი“ ელენე მეტრეველი – მასალები მემორიალური კაბინეტიდან
ვლადიმერ კეკელია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ელენე მეტრეველი – მოგზაურობის ჟანრის მკვლევარი
ლია კიკნაძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

15: 00
გამოფენის გახსნა

უცხოეთში გადაწერილი ქართული ხელნაწერები
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციიდან
ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზი, III სართული

16:00 – სადილი

14 დეკემბერი
11:00

სესია 1. კორნელი კეკელიძის სახელობის დარბაზი, III სართული

თავმჯდომარე – ლელა ხაჩიძე

„ვარლაამ და იოასაფის ისტორიის“ ქართველი ავტორი და ევროპული ბიზანტინისტიკის ახალი გამოწვევები
ელგუჯა ხინთიბიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სინური კოლექციის „იადგარის“ (შინ. 64-65) დათარიღებისათვის
ლილი ხევსურიანი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ნევმების სახეობები მიქაელ მოდრეკილის „იადგარში“
დავით შუღლიაშვილი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის
გალობის უმაღლესი სასწავლებელი

რომანოზ მელოდოსის საგალობლების ძველი ქართული თარგმანი გიორგი მთაწმინდელის რედაქციის „მარხვანის“ მიხედვით
ლელა ხაჩიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზანტიური და ქართული ჰიმნოგრაფიის ურთიერთმიმართების
საკითხისათვის
ეკა დუღაშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

11:00
სესია 2. სამკითხველო დარბაზი, I სართული

თავმჯდომარე – მაია რაფავა

უცნობი იადგარი სინურ ხელნაწერთა ქართულ კოლექციაში
ზაზა ალექსიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
დალი ჩიტუნაშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ელინოფილური მიმართულების მთარგმნელთა იდენტიფიკაციის
საკითხისათვის (მეთოდოლოგიური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები)
დამანა მელიქიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

იოანე პეტრიწის ტექსტის კრიტიკისათვის: „თეოლოგიის ელემენტების“ პირველი თავის სქოლიონები
მაგდა მჭედლიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

„ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“ სირიული მარტვილოლოგიური ნარატივების ფონზე
ირმა ყარაულაშვილი, ილიას უნივერსიტეტი

წმ. მაქსიმე აღმსარებლის XIV პოლემიკური თხზულების („საზღვარნი თითოსახენი“) ზოგიერთი ტერმინის თარგმანი ერთი გელათური ხელნაწერის (K-14) მიხედვით
დავით იობიძე, გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია

13:30
წიგნების პრეზენტაცია
დიდი სვინაქსარი – გიორგი მთაწმიდელი
მანანა დოლაქიძე, დალი ჩიტუნაშვილი (გამომც.), თბილისი, 2017

ძველი მეტაფრასული კრებული
ლია ახობაძე (გამომც.) თბილისი, 2017

შესვენება

15:00
სესია 3. კორნელი კეკელიძის სახელობის დარბაზი, III სართული

თავმჯდომარე – ნესტან ჩხიკვაძე

ქრისტე – პანტოკრატორის გამოსახულება XII-XIII სს. ქართული
ხელნაწერი წიგნების ყდებზე
მაია კარანაძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

„საბაწმინდელი ბერების წამების“ ქართული ვერსია
ლია სამყურაშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
ნანა მირაშვილი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

ანჩინური კრიპტოგრამები K-421 ხელნაწერში
თამაზ კოჭლამაზაშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ექსპრესივები გელათური გულანის (K-596) ნუსხურ ანდერძ-მინაწერებში
ფიქრია ჭაბუკიანი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტი

14:30
სესია 4. სამკითხველო დარბაზი, I სართული

თავმჯდომარე – მზია სურგულაძე

ტაო-კლარჯეთი ბიზანტიური თანამეგობრობის კონტექსტში
მზია სურგულაძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ქართული ქრისტიანობის სათავეებთან
თამილა მგალობლიშვილი, წმ. ანდრია პირველწოდებულის
სახელობის უნივერსიტეტი

ანტიოქიისა და ალექსანდრიის ქრისტოლოგიურ პოზიციებს შორის განხეთქილების მიზეზის შესახებ
მარიამ ჩაჩიბაია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი მასალები მოსკოვის ისტორიული მუზეუმის ქართული
ოთხთავიდან
დარეჯან კლდიაშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

წინაათონური პერიოდის ქართული მთარგმნელობითი ლიტერატურის ციფრული დოკუმენტირებისა და კვლევის პრობლემატიკა
ნინო დობორჯგინიძე, ილიას უნივერსიტეტი

17:00
კორნელი კეკელიძის სახელობის დარბაზი, III სართული
სექციების მუშაობის შეჯამება

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები