კიევმა სლავიანსკში სპეცოპერაცია შეაჩერა

  კიევის ხელისუფლებამ შეაჩერა სლავიანკში სამხედრო ოპერაციების ჩატარება მას შემდეგ, რაც ორი ვერტმფრენი “მი-24” დაკარგა, – ამის შესახებ “იტარ-ტასი” იუწყება. პარასკევს უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა სლავიანსკში ეგრეთ წოდებული ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყეს, რომელსაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აქედან ორი სამხედრო და ერთი პილოტია.
მანამდე რუსეთმა გააფრთხილა ეუთო კონფლიქტის ესკალაციის შესაჩერებლად ზომების მიღების თაობაზე უკრაინაში, რის შემდეგაც ორგანიზაციამ კიევის ხელისუფლებას ამავე მოთხოვნით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები