100 მილიონი დოლარი ვლადიმერ პუტინის ლიკვიდაციის სანაცვლოდ

   დღეს დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ბორის ფილატოვმა განცხადება გააკეთა, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ვინც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ლიკვიდაციას მოახდენს, ან მას პრეზიდენტის პოსტიდან გადააყენებს,100 მილიონ დოლარს შესთავაზებს.
“ჩვენ გვესმის, რომ უპრეცედენტო აგრესიის ან სიძულვილის გაღვივება ორ ნათესავ ქვეყანას – უკრაინასა და რუსეთს შორის, ასევე ასობით ადამიანის, უბრალო სამხედროებისა და ოფიცრების სასიკვდილოდ  გაგზავნა მხოლოდ ერთი ადამიანის ახირების გამო ხდება და ეს ადამიანი ვლადიმერ პუტინია, რომელიც სავსებით არაადეკვატურად მოქმედებს და საკუთარ ქვეყანას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.
მისი ქმედებები რუსეთის სასარგებლოდ გონებრივი და გრძელვადიანი სტრატეგიული პოლიტიკით არ გამოირჩევა. ამ პრობლემის გადაწყვეტა კი მხოლოდ მისი პირდაპირი ლიკვიდაციით ან რუსეთში გადატრიალების ორგანიზებით არის შესაძლებელი. მთავარია, ახლა შეწყდეს სისხლიანი სიგიჟე, რომელიც ამ ჯუჯის გონებიდან მოდის. ეს ჩვენი ქმედებები როგორც უკრაინას, ასევე რუსეთსაც გადაარჩენს. ჩვენ მზად ვართ, გადავიხადოთ ფულადი პრემია 100 მილიონი დოლარი ვლადიმერ პუტინის ფიზიკური ლიკვიდაციის სანაცვლოდ, ან მისი თანამდებობიდან წასვლის ორგანიზებისთვის”, – განაცხადა დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსმა კოლომოისკომ.

10320602_10203027785968531_3715906083517417677_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები