პოროშენკოს ბლოკის წევრი ოდესის გუბერნატორად სააკაშვილის დანიშვნას შეცდომად აფასებს

პეტრე პოროშენკოს ბლოკის წევრი, რადას დეპუტატი გრიგორი შვერკი უკრაინის მთავრობას ოდესის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო აკრიტიკებს და ფაქტს პოროშენკოს შეცდომად აფასებს.

დეპუტატის მტკიცებით, სააკაშვილი დაკავებულ თანამდებობას სრულებით არ შეეფერებოდა.

“პეტრომ შეცდომა დაუშვა, როდესაც სააკაშვილი ოდესის ოლქის ადმინისტრაციაში სამუშაოდ გაუშვა, რადგან ეს საერთოდ არ არის მისი სამუშაო. მე არ ვიცი ვინ დათანხმდა ამ შეთავაზებას, მაგრამ ჩემი შეფასებით ეს დიდი შეცდომა იყო.

ჩემი წარმოდგენით ადამიანი, რომელიც არსებით არის პოლიტიკოსი და არ აქვს სამნე ნაწილის გამოცდილება, ყველაფრით უნდა იყოს დაკავებული გარდა პოლიტიკისა.

დეპუტატი სააკაშვილის მხარდაჭერთა პროტესტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს.

“ისინი უბრალოდ მშვიდობიანად ცხოვრობენ კარვებში და მიმაჩნია, რომ საკუთარი აზრის გამოხატვაში არავითარი პრობლემა არ არის. თუ უნდათ გამოვიდნენ და ილაპრაკონ. ვიღაცას მათი ესმის ვიღაცას არა. მგონია რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ასეც უნდა ხდებოდეს , როდესაც ადამიანები რაღაცას არ ეთანხმებიან და მშვიდობიანი გზით გამოხატავენ პროტესტს. ეს კარგია,- განაცხადა რადას დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები