ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას, თურქეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თურქეთის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

პარასკევის ლოცვის შემდეგ ყველაზე მეტი დემონსტრანტი სტამბოლში აშშ-ს საკონსულოს წინ შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა.
ტრამპმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, რომ აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან გადასატანად მზადება დაიწყონ.

ტრამპის გადაწყვეტილება სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა მწვავედ გააკრიტიკეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები