სანკტ-პეტერბურგში მომაკვდავ პაციენტთან ექიმები არ მივიდნენ

სანკტ-პეტერბურგში პაციენტი, რომელსაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაზე უარი 4-ჯერ უთხრეს, გარდაიცვალა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

როგორც ირკვევა, ავადმყოფის მეუღლემ ღამის განმავლობაში სასწრაფო დახმარების გამოსაძახებლად ოთხჯერ დარეკა, თუმცა ექიმებმა მოსვლაზე უარი თქვეს და დილით რაიონულ პოლიკლინიკაში მისვლა ურჩიეს. რადგან მამაკაცს სამედიცინო დახმარება მხოლოდ 10 საათის შემდეგ, დაგვიანებით გაეწია, ის გარდაიცვალა.

სანკტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონის პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს სამედიცინო დახმარების სადგურის იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც მომაკვდავ პაციენტთან მისვლაზე უარი თქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები