პეტრო პოროშენკო: არ დავუშვებ ანტიკორუფციული ორგანოების დისკრედიტაციას

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ არ დაუშვებს უკრაინაში ანტიკორუფციული და სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაციას. ამის შესახებ მან ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
„დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ქალბატონ პრეზიდენტს ანტიკორუფციული ორგანოების მუშაობის შესახებ, რომლებიც, მინდა ხაზი გავუსვა, შექმნილნი არიან ჩემი ინიციატივით.
მე არ დავუშვებ ანტიკორუფციული ორგანოების, ისევე, როგორც ყველა სხვა უკრაინული სამართალდამცველი ორგანოების დისკრედიტაციას. – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები