მიხეილ გიორგაძე ე.წ. ჩაწყობილ თამაშებზე: აქტიურად ვიმუშავებთ, როგორც პრევენციის ნაწილში, ისე შესაძლო გადაცდომებზე

„საქართველო არის სპორტში მანიპულაციების წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენციის წევრი ქვეყანა და ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ – ასე ეხმაურება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ფეხბურთში ე.წ. ჩაწყობილი თამაშების პრობლემას.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა ინფორმაციას ფლობს მინისტრი მსაჯ ილო ტუღუშის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო გამოძიების შედეგებს დაელოდება.

“ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ, ბუნებრივია, გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. ზოგადად, საქართველო არის სპორტში მანიპულაციების წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენციის წევრი ქვეყანა და, ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, როგორც პრევენციის ნაწილში, ისე შესაძლო გადაცდომების გამოვლენის ნაწილში“, – განაცხადა გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები