“მემორანდუმი, რომელსაც უკრაინის და საქართველოს პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას ახალ დონეზე აიყვანს”

უკრაინის ვიცე-პრემიერ-მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძე ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა.
როგორც “კვირას” კორესპონდენტი კიევიდან იტყობინება, მინისტრმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა უკრაინის მიღწევებსა და გამოწვევებზე ევროპასთან ინტეგრაციის ჭრილში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ურთიერთობებში არსებულ პერსპექტივებზე და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე.
“მივესალმები ქართველ ჟურნალისტებს. ასევე, მოხარული ვარ, რომ ბოლო წელიწადმა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების საფუძვლიანი აქტივიზაცია მოგვიტანა და ეს ურთიერთობები რეალურად ახალ სტრატეგიულ დონეზეა. ამის დასტურია ის მემორანდუმი, სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ, რომელსაც უკრაინის და საქართველოს პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს. ამაზე მეტყველებს იმ სახელისუფლებო თუ საპარლამენტო ვიზიტების რაოდენობაც, რომლებიც ამ წლის განმავლობაში შედგა. პრემიერ-მინისტრის ორი კვირის წინ შემდგარი ვიზიტიც მინდა აღვნიშნო, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი. მე იმედი მაქვს, რომ ამ კონტაქტების ეფექტურობა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას სრულიად ახალ დონეზე აიყვანს.” _ განაცხადა კლიმპუშ-ცინცაძემ

უკრაინის ვიცე-პრემიერ-მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ასევე, აღნიშნა, რომ მომავალ წელსაც არის დაგეგმილი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრების გამართვა, მათ შორის, მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება საქართველოს პარლამენტის სპიკერის ვიზიტი უკრაინაში.

ვიცე-პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის არსებული კონტაქტები ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები