როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი. როგორც „კვირას“გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან გაძლიერდება ქარბუქი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, დოდო გვაზავას ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში თოვაა მოსალოდნელი. საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექი ამაღამაც გაგრძელდება, ხვალ დღის მეორე ნახევრიდან კი, გამოიდარებს. უნალექო ამინდია მოსალოდნელი 10 დეკემბერსაც.