წყნეთში საცხოვრებელი კორპუსის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წყნეთში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გაგრის III ჩიხის VII კორპუსში (ყოფილი გურამიშვილის ქუჩა) სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება. პროექტის ფარგლებში, სახლის საძირკველი და კედლები გამაგრდა, არსებული ბზარები ამოივსო, კედლები ქვიშა-ცემენტის ხსნარით შეილესა და მოეწყო სანიაღვრე არხი.

წყნეთში მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში გიორგი მუსხელიშვილი გაეცნენ.

სახლის გასამაგრებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 43 825 ლარი გამოიყო. მიმდინარე წელს, წყნეთში კაპიტალურად კიდევ ორი სახლი გამაგრდა. ორივე პროექტის ღირებულებამ 82 357 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები