მთავარ პროკურატურაში საჯარო სკოლების მოსწავლეებთან სამართლებრივ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

თბილისის რაიონული პროკურატურების ორგანიზებით, თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, სამართლებრივ საკითხებზე, შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები და თბილისის რაიონული პროკურატურების პროკურორები სკოლის მოსწავლეებს ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე ესაუბრნენ, როგორიცაა ნარკოტიკული დანაშაული, ოჯახში ძალადობა, ცივი იარაღის ტარება, ჯანმრთელობის დაზიანება, გამოძიებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, კიბერდანაშაული და ინტერნეტ თამაშები. სკოლის მოსწავლეებისთვის თემაზე “არა ძალადობას”, კონკურსში გამარჯვებული საჯარო სკოლების მიერ მომზადებული  ვიდეორგოლების ჩვენება მოეწყო.

შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის 9 საჯარო სკოლის 100 მოსწავლე ესწრებოდა, განხილული საკითხების ირგვლივ დისკუსია გაიმართა, რა დროსაც პროკურორებმა მოსწავლეებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.

ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მიზნად მოზარდებში დანაშაულის პრევენციას, სამართლებრივი ცნობიერებისა და პროკურატურის მიმართ ნდობის ამაღლებას ისახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები