დიმიტრი ქუმსიშვილი:საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს განვითარების ოთხპუნქტიან გეგმას სრულად უჭერს მხარს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს განვითარების ოთხპუნქტიან გეგმას სრულად უჭერს მხარს, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებას საქართველოს ბიუჯეტთან დაკავშირებით.
მინისტრის თქმით, პროცესები, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდში წარიმართა, მნიშვნელოვანია. მან ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პროცესი, რომელიც წარიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდში, მნიშვნელოვანია. პრაქტიკულად, ზეპირი მოსმენის განხილვის გარეშე მივიღეთ თანხმობა პირველ მიმოხილვაზე, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანამ შეასრულა მის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულად უჭერს მხარს ქვეყნის განვითარების ოთხპუნქტიან გეგმას“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები