კასპის მერიაში ნარჩენების მართვის შესახებ ტრენინგი გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის “დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)”-ს ფარგლებში ტრენინგი გაიმართა. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა, ნარჩენების მართვის ექსპერტმა ხათუნა ჩიკვილაძემ, საქართველოში ნარჩენების მართვის, საკანონმდებლო მოთხოვნების, მართვის დაგეგმვის, ნარჩენების მართვის საერთაშორისო ვალდებულებებსა და ევროპულ გამოცდილებაზე ისაუბრა.
საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასების, მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემების მდგომარეობის, ზოგიერთი მძიმე მეტალის ტოქსიკურობა და ადამიანების ჯანმრთელობის მიმოხილვა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა, გარემოს მონიტორინგის ექსპერტმა ნუგზარ ბუაჩიძემ წარმოადგინა.
ტრენინგი ნაწილობრივ კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.
პროექტს ახორციელებს საქართველოს ბუნებისმკვლევართა კავშირი “ორქისი”, “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო” და “ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვა”.
R