მწერალ ბესარიონ სოლოღაშვილთან შეხვედრა გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების გაერთიანებაში მწერალ ბესარიონ სოლოღაშვილთან შეხვედრა გაიმართა. ბესარიონ სოლოღაშვილის ტრილოგია “ესე ტაძარი” სამთავისის საკათედრო ტაძარს ეძღვნება.
2030 წელს სამთავისის ტაძრის მეორედ აშენების დღიდან ათასი წელი სრულდება. ისტორიული რომანი ავტორმა სწორედ ამ თარიღს მიუძღვნა.
მწერლის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე კასპის მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლის თეატრალური წრის მოსწავლეებმა ისაუბრეს. მოისმინეს აუდიოჩანაწერი – ნაწყვეტები ტრილოგიიდან: ვარსკვლავთცვენა; კესანე; ბოლოთქმა.
ბესარიონ სოლოღაშვილი, რომლის ჰობია ფილოსოფია, მხატვრობა, ლიტერატურა, ფსიქოლოგია – გამოცემული აქვს პოეზიის ერთი კრებული და ოთხი რომანი.
ღონისძიებას ესწრებოდა და სიტყვით გამოვიდა მამა გიორგი მურღული. ძალიან საინტერესო იყო თავად მწერლის, ბესარიონ სოლოღაშვილის გამოსვლა და სამადლობელი სიტყვა.
R