“სააკაშვილი სასტუმროში შეჭრას ცდილობდა, რათა ვინმეს ნომერში შხაპი მიეღო, თუმცა ის არ შეუშვეს”

“ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინელი სამართალდამცავები ეძებენ, დღეს დილით სასტუმრო „კიევში“​ შეჭრას ცდილობდა, რათა ვინმეს ნომერში შხაპი მიეღო, თუმცა ის სასტუმროში არ შეუშვეს”, – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს „სახალხო ფრონტის“ დეპუტატმა და უკრაინის შს სამინისტროს კოლეგიის წევრმა, ანტონ გერაშენკომ განუცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი ძებნაშია, მაგრამ სამართალდამცველები რადიკალურ ზომებს არ ღებულობენ, რადგან სისხლისღვრა აიცილონ თავიდან.
“სააკაშვილი ძებნაშია, მან ბოევიკები და პოლიცია შემოიკრიბა. სამართალდამცველები კი რადიკალურ ზომებს არ ღებულობენ, რადგან სისხლისღვრა აიცილონ. მისი და საყვარელიძის მთავრი მოტივიც სწორედ ესაა, რომ სისხლი დაღვარონ, რათა ყველას დაანახონ რომ მათ არბევენ. ჩვენ არ მივცემთ მათ ამის საშუალებას. სააკაშვილი ამჟამად კარვების ქალაქში იმყოფება და იქიდან არ გამოდის”, – განაცხადა ანტონ გერაშენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები