შს მინისტრი კრიმინალური პოლიციის რეფორმას გეგმავს

„კრიმინალური პოლიცია, რომლის ნაწილსაც შეადგენს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, დღეს საჭიროებს სტრუქტურულ რეფორმებს“ – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მინისტრის განმარტებით, კრიმინალური პოლიცია, როგორც ძირითადი ხერხემალი სამართალდამცავი სტრუქტურის, უნდა იყოს უფრო ეფექტური.
„სამწუხაროდ, კრიმინალური პოლიცია, რომლის ნაწილსაც შეადგენს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, დღეს საჭიროებს სტრუქტურულ რეფორმებს და ჩვენ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. ამიტომ იმ სახით, რითაც დღეს ჩვენ გვაქვს ე.წ. უბნის ინსპექტორები, რა თქმა უნდა, ვერ ჩაერთვებიან ამ თემაში – სკოლის ტერიტორიაზე წესრიგის დამყარებაში. ეს სხვა ამოცანებია, სხვა ფსიქოლოგიური პორტრეტის ადამიანებია. ეს პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, როგორც სამართალდამცავი სტრუქტურის ძირითადი ხერხემალი, უნდა იყოს უფრო ეფექტური და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უფრო დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული. ეს არის ძირითადი ამოცანა კრიმინალურ პოლიციაში იმ სტრუქტურული რეფორმების, რომელსაც ჩვენ დავგეგმავთ და განვახორციელებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები