გიორგი გახარია: მე ვარ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე

„დღეს მე ვარ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე“, – ამის შესახებ ვიცე პრემიერ-მინისტრმა და შს მინისტრმა მისი მოქალაქეობის შესახებ დასმული იმ კითხვის პასუხად, თითქოს, მან 2000 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო – განაცხადა.
მისივე განმარტებით, ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება.
„ეს საკითხი ძალიან აქტუალური ხდება. ერთხელ პირდაპირ ეთერში მაქვს გაცემული პასუხი და კიდევ ერთხელ გავცემ – დღეს მე ვარ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე და ის, რომ მე დღეს ვარ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, იყო აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება, წერტილი“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები