პალესტინელები ხვალ „მრისხანების დღეს” გამართავენ

პალესტინური მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერმა ისმაილ ხანიამ ახალი არაბული „ინტიფადისკენ“ მოწოდება გააკეთა. მიზეზი აშშ-ის გადაწყვეტილებაა იერუსალიმთან დაკავშირებით. ხანიამ პარასკევი „მრისხანების დღედ“ და ისრაელის წინააღმდეგ აჯანყების დასაწყისად გამოაცხადა, რამაც უნდა ჩაიაროს ლოზუნგით „თავისუფლება იერუსალიმს და დასავლეთ ნაპირს“. „ჰამასის“ ლიდერის განცხადებით, იერუსალიმი მთელი პალესტინის გაერთიანებულ დედაქალაქად დარჩება. მან მოუწოდა არაბულ ქვეყნებს, ვაშინგტონთან თანამშრომლობა გაწყვიტონ და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი თავისი გადაწყვეტილების გამო ინანებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის ცნობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები