ალექსანდრე ბარამიძე ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ადამიანის უფლებათა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს.

ბრიუსელში ევროკავშირთან საქართველოს მისიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ალექსანდრე ბარამიძემ მოხსენება წაიკითხა. მან ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოში მართლმსაჯულების სფეროში და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმები გააცნო.

კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროპული დემოკრატიის მშენებლობისათვის; სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია და თანმდევი კანონპროექტების მიღება; ანტიდისკრიმინაციული კანონი; ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან შეტანილი საჩივრების რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება; მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღა სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად; პროკურატურის რეფორმა; გამჭვირვალე მმართველობის სისტემის ფორმირებისათვის გატარებული რეფორმები − ეს ის თემებია, რომელთა შესახებაც ალექსანდრე ბარამიძემ თავის მოხსენებაში გაამახვილა ყურადღება.

ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ბარამიძემ შეხვედრები ევროპარლამენტის, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან  გამართა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრებზე იმ რეფორმების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში ევროკავშირთან დაახლოებისა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებისთვის, იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით  ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები