7 დეკემბერი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეა

7 დეკემბერი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია ულოცავს ყველა იმ პირს, ვინც ამ სფეროში იყო დასაქმებული და ვინც ამჟამად მუშაობს.
1944 წლის 7 დეკემბერს, 52 სახელმწიფოს მიერ ხელი მოეწერა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის (ჩიკაგოს) კონვენციას და დაარსდა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს საავიაციო სფეროს უსაფრთხო ფუნქციონირებაში ჩართულები არიან:
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მასში შემავალი სამოქალაქო ავიაციის სააგენტო,
საერთაშორისო და ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტები, სააერნაოსნო მომსახურეობის საწარმო – „საქაერონავიგაცია“, ავიაკომპანიები, სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო საავიაციო სასწავლო დაწესებულებები, ავიაციის ტექნიკური მომსახურების საწარმოები, ავიასაწვავგამმართველი საწარმოები, სატვირთო ტერმინალები,
31 ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი, 95 ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტი, 47 კომერციული პილოტი, 5 მოყვარული პილოტი, 17 ბორტინჟინერი, 110 საჰაერო მოძრაობის მეთვალყურე, 75 ბორტგამყოლი, 138 ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი.
დაწყებულია, აგრეთვე, უპილოტო საჰაერო ხომალდების საქართველოს საჰაერო სივრცეში ინტეგრირების პროცესი.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ულოცავს ავიაციის საერთაშორისო დღეს დარგში დასაქმებულ უკლებლივ ყველა უწყებას, ავიასპეციალისტს, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, ავიასაწარმოებს, ვეტერან ავიატორებს და მომავალ თაობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები