იენს სტოლტენბერგი: ვულოცავ საქართველოს იმ უწყვეტ პროგრესს, რომელსაც რეფორმების გატარებით აღწევს

საქართველო ნატოს ღირსეული პარტნიორი და ალიანსის ასპირანტი ქვეყანაა -ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სხდომაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხობაზე იმსჯელებენ.
“ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შევაფასებთ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას. ნატოს მხარდაჭერით ძლიერდება საქართველოს თავდაცვის ინტიტუტები და ეხმარება ქვეყანას ალიანსის წევრობის გზაზე. ვულოცავ საქართველოს იმ უწყვეტ პროგრესს, რომელსაც რეფორმების გატარებით აღწევს”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები