საიას თავმჯდომარის პოსტზე ანა ნაცვლიშვილს სულხან სალაძე შეცვლის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. ორგანიზაციაში გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით მიიღეს, რომლის საფუძველზეც ანა ნაცვლიშვილს სულხან სალაძე შეცლის. საიას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სულხან სალაძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობს 2011 წლიდან, 2012 წლიდან დღემდე დასაქმებულია პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე. 2011 წელს იყო საიას პროექტ: – “გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულობის ხელშეწყობა საქართველოში” იურისტი. 2010 – 2011 წლებში გაირა ტრენერთა ტრენინგი (TOT) ჰააგის სოციალიურ მეცნიერებთა ინსტიტუტში თემაზე: – “დეცენტრალიზაცია და მონაწილეობა”; “სამოქალაქო საზოგადოება მონაწილეობისათვის”. 2006 წელს ჩართული იყო საიას აჭარის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის მუშაობაში. 2003-2006 წლებში მუშაობდა საიას აჭარის ფილიალში სხვადასხვა პროექტის ფარგლებში: `კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში, `ინფორმაციის თავისუფლება, სამართლებრივი რეფორმა, ფინანსური გამჭვირვალობა. საია დაფუძნდა 1994 წლის 9 სექტემბერს, ოფიციალურად კი რეგისტრაცია გაიარა 1994 წლის 21 სექტემბერს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციამ (კავშირმა). საია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას. დღესდღეობით ის 700-მდე წევრს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები