ქართველი ჟურნალისტები უკრაინაში არ შეუშვეს

 

ქართველი ჟურნალისტები უკრაინაში არ შეუშვეს.

„TV პირველის“ ჟურნალისტს ვახო სანაიასა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძეს „ბორისპოლის“ აეროპორტში უკრაინაში შესვლაზე უარი უთხრეს.

„ორი საათის წინ ჩამოვედი ბორისპოლის აეროპორტში, მაგრამ მომიწევს საქართველოში დაბრუნება. საზღვარზე პასპორტის კონტროლის დროს შემაყოვნეს, შემდეგ კი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ არ შევეშვი ქვეყანაში. მათ შაბლონური პასუხი გვითხრეს, რომ ჩვენი ქვეყანაში შესვლის მიზანი არის დაუსაბუთებელი. არადა მიზანი არის ძალიან ნათელი – მივდიოდით ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის შესასრულებლად. ასევე, ადგილზე გვხვდებოდა ჩვენი უკრაინელი კოლეგა, რომელთან ერთადაც უნდა მემუშავა“, – განაცხადა ვახო სანაიამ “ტვ პირველის” ეთერში.
თამარ ნუცუბიძის ინფორმაციით კი, მესაზღვრემ როგორც კი შეამოწმა მისი პასპორტი, სთხოვა გვერდზე მოეცადა, 3-საათიანი ლოდინის შემდეგ კი უთხრეს, რომ მას უკრაინაში არ შეუშვებდნენ.

ქართველი ჟურნალისტები უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენების გასაშუქებლად მიდიოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები