ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს, სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული ლევან დადუნაშვილი, დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
ლევან დადუნაშვილის ცხედარი საბურთალოს ეკლესიაში იყო დასვენებული.
საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ეკლესიასთან, დღეს დილიდან, მისი მეგობრები, თანაკლასელები და ნათესავები იყვნენ შეკრებილნი. ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს მთავრობის წარმომადგენლებმაც.
1-ელ დეკემბერს ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები