აშშ-ის საელჩო უკრაინაში მხარეებს ვითარების განმუხტვისკენ მოუწოდებს

აშშ-ის საელჩო უკრაინაში ყურადღებით აკვირდება სიტუაციას, რომელიც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ვითარდება. ამის შესახებ, აშშ-ის საელჩოს განცხადება „ტვიტერზე“ გაკეთდა.
„ჩვენ ვიცით, რომ ბატონი სააკაშვილი დაკავებული იყო და კიევის ცენტრში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, განმუხტონ ვითარება და თავი აარიდონ ძალადობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები