ექიმებმა მიხეილ სააკაშვილთან მიახლოება მოახერხეს

უკრაინელმა ექიმებმა მიხეილ სააკაშვილთან მიახლოება მოახერხეს. როგორც საქართველოს ექსპრეზიდენტის ადვოკატი, პაველ ბოგომაზოვი აცხადებს, სააკაშვილს მაღალი არტერიული წნევა აღენიშნება.
იმის გამო, რომ “ევროპის მოედანი” სააკაშვილის მომხრეებს ჰქონდათ ბლოკირებული, სასწრაფო დახმარების ბრიგადა მასთან მიახლოებას ვერ ახერხებდა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, კიევში დღეს დააკავეს. საქართველოს ექსპრეზიდენტი შენობიდან სპეცრაზმმა გამოიყვანა და სპეციალურ მიკროავტობუსში ჩასვა. სააკაშვილის ბინაში, ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებდა. საქართველოს ექსპრეზიდენტი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ავიდა და მხარდამჭერებს მიმართა. სახლთან შეკრებილ მხარდამჭერებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები