სოფიო ქაცარავა ნენად ჩანაკს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ნენად ჩანაკს შეხვდა.

შეხვედრაზე, მხარეების მიერ სერბეთისა და საქართველოს საპარლამენტო ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა აღინიშნა. განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, მეგობრობის ჯგუფების როლის მნიშვნელობა პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გასამყარებლად, ასევე, საპარლამენტო ასამბლეების და სხვა და სხვა ფორმატებში, ურთიერთმხარდამჭერი საკითხები.

„სერბეთის მხარესთან შეხვედრები ძალიან საინტერესოა, ვინაიდან ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მიზანი – ევროპასთან ინტეგრაცია გვამოძრავებს. ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ სწორ და თანმიმდევრულ გზას ვადგავართ. გვაქვს საერთო გამოწვევები რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით და ასევე, გვაქვს პრობლემებთან ბრძოლის ერთიანი მიდგომები. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, რაც ქვეყნის განვითარებასთან ერთად, ევროკავშირში ინტეგრირების პერსპექტივაა”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრის ბოლოს, სერბეთში დაგეგმილ კონფერენციის დეტალებზე ისაუბრეს, რომელიც ევროკავშირში ინტეგრირების მოლოდინებს შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები