“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საქმე არ მივიდეს სააკაშვილის უფლებების დარღვევამდე”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, კიევში განლაგებულ ევროკავშირის წარმომადგენლობაში, კომენტარი გააკეთეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესცენტრში აცხადებენ, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.
„ყურადღებით ვაკვირდებით ამ შემთხვევას და იმედი გვაქვს, რომ გამოძიება დროულად და კანონის სრული დაცვით წარიმართება, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საქმე არ მივიდეს ბატონი სააკაშვილის უფლებების დარღვევამდე”, – განაცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესცენტრში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები