ირაკლი კობახიძე: გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და უშიშროების სამსახური არ გაერთიანდებოდა, კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და უშიშროების სამსახური არ გაერთიანდებოდა, კონსულტაციების შემდეგ იქნა მიღებული.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მოხდა საკითხის სიღრმისეული განხილვა, ასევე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღება აღნიშნული სამსახურების არგაერთიანების შესახებ.
”გადაწყვეტილება მიღებულია კონსულტაციების შედეგად, რაც არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი. ჩვენ ნამდვილად არ გვახსოვს ეს გასული წლებიდან, ადრე ყველაფერი ერთპიროვნულად წყდებოდა. ჩვენ სხვა მმართველობის სტილი გვაქვს, სადაც კონსულტაციების საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილებები. მოხარული ვარ, რომ შედგა სიღრმისეული განხილვა საკითხის. მათ შორის, მთავრობასა და პარლამენტს შორის”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები