ბაჩო ახალაია: პრეზიდენტ სააკაშვილისადმი უსინდისო მიდგომას საქართველო არ იმსახურებს

„პრეზიდენტ სააკაშვილისადმი უსინდისო მიდგომას არ იმსახურებს საქართველო!“ – ამ სიტყვებით ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, ე.წ. მატროსოვის ციხიდან, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კიევში დაკავების ფაქტს.
პატიმრობაში მყოფ ბაჩო ახალაიას მიაჩნია, რომ არ აქვს მნიშვნელობა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს რიგით მერამდენე პრეზიდენტია, მის მიმართ თავხედური, უსინდისო ქცევა საქართველოს შეურაცხყოფაა.
„ეს ბრძოლა გამარჯვებამდე მივა ყველა შემთხვევაში!
მიუხედავად იმისა, ვინ რა პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებებს აკეთებს, მე მინდა უბრალოდ ადამიანური, ჩვეულებრივი დამოკიდებულება გამოვხატო ამ შემთხვევასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტ სააკაშვილისადმი უსინდისო მიდგომას არ იმსახურებს საქართველო!
არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რიგით მერამდენე პრეზიდენტია ადამიანი, მის მიმართ თავხედური, უსინდისო ქცევა საქართველოს შეურაცხყოფაა. ეს საქართველოს ღირსების საკითხია, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სიმბოლოა და ვინც ამ ღირსებას მოექცევა როგორც არარაობას, ის აუცილებლად აგებს პასუხს, იქნება ეს პოროშენკო, ლუცენკო, პუტინი თუ ივანიშვილი“, – აცხადებს ბაჩო ახალაია და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, კიევში სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს რიგით მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები