არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სააკაშვილის რამდენიმე მხარდამჭერი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე მხარდამჭერი დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
კიევში, “ევროპის მოედანზე” ერთმანეთს სააკაშვილის მომხრეები და სპეცრაზმელები დაუპირისპირდნენ. სპეცრაზმელებმა მხარდამჭერების მიერ გაკეთებული კორდონის გარღვევა სცადეს.
ვითარება მიკროავტობუსთან დაიძაბა, სადაც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება და რომელიც ბლოკირებულია.
მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები