ემზარ კვიციანი: თამაში გრძელდება, რომ ლაჩარი სააკაშვილისგან გმირი შექმნან

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილი “ფე-ეს-ბე”-ს თანამშრომელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “პატრიოტების” წევრმა, ემზარ კვიციანმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განუცხადა.
“თამაში გრძელდება, რომ ლაჩარი სააკაშვილისგან გმირი შექმნან, როგორ გამოუვათ, ეს სხვა მომენტია. თუ შეძლებენ, რომ გმირი გახადონ, უკრაინას დაღუპავენ, დაშლიან და მიწასთან გაასწორებენ. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ სააკაშვილი “ფე-ეს-ბე”-ს თანამშრომელია. სააკაშვილს ათ მეტრში თვითმფრინავის გაფრენის შეეშინდა, მიწაზე იფორთხიალა და როგორ ფიქრობთ, როცა სახურავები სნაიპერებით არის სავსე, სახურავიდან გამოიხედავდა? “ფე-ეს-ბე”-ს მისი მოშორება რომ სურდეს, ხუთ წუთში მოიშორებდა. ეს ყველაფერი არის თამაში უკრაინის გასანადგურებლად. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ფე-ეს-ბე-ში მის გენერლებს რა აქვთ გათვალისწინებული, მისი ცხოვრება რა მიმართულებით წაიყვანონ. ის თავის თავს არ ეკუთვნის, ის “ფე-ეს-ბე”-მ შექმნა და იქ იყენებენ, სადაც სჭირდებათ”, – განაცხადა კვიციანმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, კიევში, ცოტა ხნის წინ დააკავეს. საქართველოს ექსპრეზიდენტი სპეცრაზმმა შენობიდან ცოტა ხნის წინ გამოიყვანა. სამართალდამცველებმა დაკავებული მიხეილ სააკაშვილი სპეციალურ მიკროავტობუსში ჩასვეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბინაში, ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებდა. სააკაშვილი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ავიდა და მხარდამჭერებს იქიდან მიმართა.
შეკრებილ მხარდამჭერებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის, ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები