პესკოვი: ჰალსტუხის ჭამიდან, სახურავზე აძვრომამდე, მან პოლიტიკაში წინაღობებით სავსე გზა გაიარა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს.
„ჩვენ ინტერესით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. კიევი კვლავ გაკვირვებას იწვევს, გაკვირვებას იწვევს სააკაშვილიც. ჰალსტუხის ჭამიდან სახურავზე აძვრომამდე, მან პოლიტიკაში გარკვეული გზა გაიარა. ეს გზა წინაღობებით სავსე იყო.“
პესკოვმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი რთულ სიტუაციაში იყო.
„ინტერესით ვაკვირდებით მთლიან სურათს. რა თქმა უნდა, ეს უკრაინის თავის ტკივილია, ალბათ, ასეთ რამეს მტერსაც კი არ უსურვებ, ასე ვიტყოდი. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვთვლით, რომ უკრაინელი ხალხი ჩვენი მტერია”, – დასძინა პესკოვმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი სახლის სახურავზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები