სანდრა რულოვსი: ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა, უკრაინაში და საქართველოში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი, კიევში მიმდინარე მოვლენებს და სააკაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და შესაბამის პოსტს ფეისბუქში აქვეყნებს:
„როგორც უკვე ცნობილია, პოროშენკომ დღეს კიევის ცენტრში, საცხოვრებელ ბინაში, განახორციელა ჩემს მეუღლეზე თავდასხმა. ჰგონიათ, რომ ეს არის თვეების მანძილზე მიმდინარე პოლიტიკური დევნის დასასრული, მაგრამ სინამდვილეში ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა, უკრაინაში და საქართველოში!“, – წერს სანდრა რულოვსი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, კიევში, ცოტა ხნის წინ დააკავეს. საქართველოს ექსპრეზიდენტი სპეცრაზმმა შენობიდან ცოტა ხნის წინ გამოიყვანა. სამართალდამცველებმა დაკავებული მიხეილ სააკაშვილი სპეციალურ მიკროავტობუსში ჩასვეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბინაში, ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებდა. სააკაშვილი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ავიდა და მხარდამჭერებს იქიდან მიმართა.
შეკრებილ მხარდამჭერებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის, ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები