უგულავა სააკაშვილზე – ძალიან მძიმე საყურებელია, რაც დღეს კიევის ქუჩებში ხდება

პარტია “ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანი გიგი უგულავა კიევში, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება.
უგულავას განცხადებით, ამ ყველაფერის სათავე არის პოლიტიკური დევნა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკშვილის მიმართ 2013 წლიდან წამოიწყო და დღემდე გრძელდება.
,,ძალიან მძიმე საყურებელია, რაც დღეს კიევის ქუჩებში ხდება. პოლიტიკურ ოპონენტებს ხელისუფლებები ასე არ უნდა ექცეოდნენ. არასწორია და განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში – უკრაინაში ხდება. ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები ქვეყანაში, ამიტომ პრობლემა საქართველოდან არის დაწყებული და საქართველოში უნდა მოგვარდეს. დასრულდეს პოლიტიკური დევნა, პოლიტპატიმრების ეპოქა და ქვეყანამ უნდა გადაშალოს ახალი ფურცელი. რასაც დღეს ჩვენ კიევში ვუყურებთ და ბუნებრივია, პასუხისმგებლობა პოლიტიკურ დევნაზე, სწორედ ივანიშვილის რეჟიმზეა’’, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები